ფეხბურთი

23:32 | 15.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო გოდინი "ინტერს" შეუთანხმდა

მადრიდის „ატლეტიკოს“ კაპიტანი დიეგო გოდინი მიმდინარე სეზონის შემდეგ ესპანეთს დატოვებს. როგორც Cadena Ser-ი იტყობინება, ურუგვაელი ფეხბურთელი მილანის „ინტერს“ უკვე შეუთანხმდა და ზაფხულში იტალიაში გადაბარგდება.

გოდინი „ნერაძურისთან“ 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ხელფასის სახით კი, სეზონში 5.5 მილიონ ევროს მიიღებს. საინტერესოა, რომ გოდინი „ინტერს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

32 წლის დიეგო გოდინი „ატლეტიკოს“ ღირსებას 2010 წლიდან იცავს, ხოლო იქამდე სახელი „ვილიარეალში“ თამაშით გაითქვა, რომლის რიგებში 2007-2010 წლებში თამაშობდა.

0.123407