ფეხბურთი

0:57 | 10.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკოს" 20 წლის მეკარემ სამი პენალტი მოიგერია და გადამწყვეტი გოლი გაიტანა (+VIDEO)

საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში „მონაკომ“ „რენი“ დრამატულ შეხვედრაში დაამარცხა. პირველი ტაიმი „რენის“ ფეხბურთელებმა მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში „თავადებმა“ გაათანაბრეს და მატჩიც ფრედ 1:1 დასრულდა.

დებულების თანხმად დამატებითი დრო არ დაინიშნა და გუნდებმა პირდაპირ პენალტები შეასრულეს გამარჯვებულის გამოსავლენად. აღსანიშნავია, რომ გუნდებს 11-11 პენალტის დარტყმა მოუწიათ.

მატჩის გმირი კი „მონაკოს“ 20 წლის მეკარე ლოიკ ბადიაშილე გახდა. 10-10 პენალტის შემდეგ ანგარიში თანაბარი, 7:7 იყო და ბოლო პენალტების შესრულება მეკარეებს მოუწიათ. „რენის“ მეკარემ ტომაშ კუბეკმა გატანა ვერ მოახერხა, ხოლო საპასუხოდ, მას ბადიაშილემ გაუტანა და ტიერი ანრის გუნდი ნახევარფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ბადიაშილემ გარდა გადამწყვეტი გოლისა, სამი პენალტის მოგერიებაც მოახერხა. ასევე სამი პენალტი მოიგერია "რენის" მეკარე კუბეკმა, მაგრამ ბოლო თერთმეტმეტრიანი კარს ააცილა. გამოსარჩევია, რომ ბადიაშილემ „მონაკოს“ ძირითად გუნდში სულ რაღაც მეხუთე შეხვედრა ჩაატარა.

0.114504