ფეხბურთი

22:23 | 9.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

იკარდი "ინტერთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს

მაურო იკარდი მილანის „ინტერში“ დარჩენას არ აპირებს. Tyc Sport-ის ინფორმაციით, არგენტინელი „ნერაძურისთან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს. აღნიშნული ინფორმაცია იკარდის მეუღლემ და ამავდროულად აგენტმა, ვანდა ნარამ დაადასტურა.

„ახალი კონტრაქტის გაფორმებისგან ძალიან შორს ვართ. სიმართლე ისაა, რომ „ინტერისგან“ არ მიგვიღია დამაკმაყოფილებელი წინადადება და მაუროს ბევრი გუნდი ეპატიჟება“, - განაცხადა ნარამ.

შეგახსენებთ, რომ მაურო იკარდი „ინტერში“ 2013 წლიდან თამაშობს და გუნდის კაპიტანია. ამჟამინდელი კონტრაქტით მილანელებს საკუთრებაში 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება.

საინტერესოა, რომ იკარდის ევროპული გრანდები ეპატიჟებიან. ყველაზე ხშირად კი მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111133