სხვა

17:36 | 27.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

სპორტულ ჟურნალისტთა ვერსიით ლაშა ტალახაძე 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენია!

ლაშა ტალახაძე საქართველოს 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენია. ამჯერად, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით, რომელმაც მედიის წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამა განვლილი კალენდარული წელი.

დაჯილდოების ცერემონია კლუბ BEER TIME-ში ჩატარდა და წლის საუკეთესოები სხვა და სხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ.

რაც შეეხება ტალახაძეს, ლაშამ გამარჯვება დამაჯერებლად მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილზე ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გავიდა.

2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი

1. ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) – 331 ქულა

2. ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი) – 185 ქულა

3. გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

„ძალიან საამაყოა წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება. მითუმეტეს იმის ფონზე, რომ 2018 წელი სპორტისთვის ძალიან დადებითი გამოდგა და ძალიან დიდი მიღწევები ჰქონდათ ქართველ სპორტსმენებს. ყველა მათგანს ვულოცავ და ვუსურვებ მომავალში წარმატებას. კიდევ უფრო წარმატებული და გამარჯვებული წლები ბევრი ყოფილიყოს. დიდი მადლობა ყველა თქვენგანს“, - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ახალგაზრდებს შორის გიორგი ჩაკვეტაძე გახდა. ბელგიური „გენტისა“ და საქართველოს ნაკრების ლიდერმა ძალოსან რეზი დავითაძეს აჯობა. სამეულში მოხვდა კალათბურთელი გოგა ბითაძეც.

2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი

1. გიორგი ჩაკვეტაძე (ფეხბურთი)

2. რეზი დავითაძე (ძალოსნობა)

3. გოგა ბითაძე (კალათბურთი)

4. ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა)

5. ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით 2018 წლის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი გიორგი ასანიძე გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს წოდება ასანიძემ ზედიზედ მესამედ მოიპოვა.

საუკეთესო მწვრთნელი

1. გიორგი ასანიძე (ძალოსნობა)

2. ვლადიმირ ვაისი (ფეხბურთი)

3. ილიას ზუროსი (კალათბურთი)

წლის საუკეთესო ნაკრების ნომინაციაში ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა გაიმარჯვა, რომელმაც 2018 წელს ერთა ლიგის გათამაშებაში წარმატებით იასპარეზა და ნახევარფინალში თამაშის უფლება დამაჯერებლად მოიპოვა.

2018 წლის საუკეთესო ნაკრები

1. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები - 136 ქულა

2. საქართველოს ძალოსნობის ნაკრები - 80 ქულა

3. საქართველოს ჭადრაკის ქალთა ნაკრები - 45 ქულა

„ვუსურვებდი ქართველ გულშემატკივარს, რომ ნაკრებმა ეს მუხტი შეინარჩუნოს. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა თითოეულ ფეხბურთელს, რადგან მათი როლი ნაკრების წარმატებაში ძალიან დიდია. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია და მაშინ, როდესაც ძალიან ახლოს ვართ გულშემატკივრის სანუკვარ მიზანთან, ევოპის ჩემპიონატთან, ახლა გვჭირდება ყველაზე მეტად გულშემატკივართა მხარდაჭერა. ამ ერთობლივი ძალით და იმ მუხტით, რომელიც „დინამო არენაზეა“ დარწმუნებული ვარ, რომ ნაკრებს აქვს ძალა შესარჩევ ეტაპზე წარმატებით ითამაშოს“, - განაცხადა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.

გარდა ამისა, 2018 წლის საუკეთესო ფედერაციად სწორედ ფეხბურთის ფედერაცია დასახელდა და ორივე ჯილდო დავით მუჯირმა ჩაიბარა.

ამის შემდეგ სჟა-ს ვერსიით ქალთა შორის 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი გამოვლინდა. გამარჯვება სამბოს წარმომადგენელ ნინო ოძელაშვილს ერგო, რომელმაც საკმაო უპირატესობით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ძალოსან ანასტასია გოტფრიდს.

2018 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი

1. ნინო ოძელაშვილი (სამბო) - 165 ქულა

2. ანასტასია გოტფრიდი (ძალოსნობა) – 101 ქულა

3. ელენე ქებაძე (სამბო) – 59 ქულა

4. ირმა ხეცურიანი (ფარიკაობა) – 32 ქულა

5. ნანა ძაგნიძე (ჭადრაკი) – 22 ქულა

6. ნინო ხუციბერიძე (ტყვიის სროლა) – 6 ქულა

7. ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი) – 4 ქულა

8. ეკატერინე გორგოძე (ჩოგბურთი) – 4 ქულა

9. ნინა თიბილაშვილი (ფარიკაობა) – 3 ქულა

10. ლიანა ჯოჯუა (ბრძოლა წესების გარეშე) – 2 ქულა.

0.152174