ფეხბურთი

16:10 | 21.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" ქავთარაძე დაიმატა

გორის „დილას“ შემტევი ნახევარმცველი ნოდარ ქავთარაძე ამიერიდან ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას დაიცავს. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, მხარეებს შორის 1+1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

25 წლის ქავთარაძე რუსეთის მოქალაქეა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, თუმცა მთავარ გუნდში არასდროს უთამაშია. ასევე იცავდა, „ტიუმენის“, ტვერის „ვოლგასა“ და „დრუჟბას“ ღირსებას, ხოლო საქართველოში 2017 წელს დაბრუნდა და თბილისის „ლოკომოტივში“ ჩატარებულ 31 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

2018 წლის სეზონი კი გორის „დილაში“ გაატარა და 31 მატჩში თავი ასევე 5-ჯერ გამოიჩინა.

სტატისტიკა
0.229945