ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გოლის ავტორი ცნობილია. კატალონიის „ბარსელონას“ ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის შედევრმა უეფას ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
მეორე ტურში, „ბარსელონამ“ „ტოტენჰემი“ 4:2 დაამარცხა, ხოლო შეხვედრის 28-ე წუთზე რაკიტიჩმა 21 მეტრიდან შესანიშნავი დარტყმით მოახერხა თავის გამოჩენა. სწორედ ეს გოლი აღმოჩნდა ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო.
შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში „ბარსელონა“ „ლიონს“, ხოლო „ტოტენჰემი“ „დორტმუნდს“ დაუპირისპირდება.