ფეხბურთი

20:16 | 14.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ "მილანი" 12 მილიონით დააჯარიმა

უეფამ იტალიური „მილანი“ ფინანსური ფეირ-პლეის წესების დარღვევისთვის 12 მილიონი ევროთი დააჯარიმა. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გარდა ამისა, „მილანს“ უფლება არ ექნება უეფას ტურნირებში 21 ფეხბურთელზე მეტი შეიყვანოს განაცხადში. ეს სანქცია მომდევნო ორი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.

2021 წლის 30 ივნისისთვის კი, ლომბარდიული გრანდი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ფინანსური ფეირ-პლეის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, 2022-2023 ან 2023-2024 წლების სეზონში ევროტურნირებიდან მოიხსნება.

აქვე შეგახსენებთ, რომ „მილანი“ ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებას პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ მარცხის შემდეგ დაემშვიდობა.

თეგებიმილანიუეფა
0.116366