ფეხბურთი

19:38 | 13.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მიულერის უხეში თამაში და ბოდიში (+VIDEO)

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ტომას მიულერმა ამსტერდამის „აიაქსის“ მცველ ნიკოლას ტალიაფიკოს ბოდიში მოუხადა. გერმანელმა ფეხბურთელმა არგენტინელს „აიაქსისა“ და „ბაიერნის“ მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში თავში ფეხი ჩაარტყა.

მიუხედავად იმისა, რომ მიულერს განზრახ არ უთამაშია ასეთ სტილში, უხეშობა აშკარა იყო და წითელი ბარათიც დამსახურებულად მიიღო. ტომასმა ტალიაფიკოს ბოდიში საჯაროდ მოუხადა:

„მინდა ბოდიში მოვუხადო ნიკო ტალიაფიკოს გუშინდელი ინციდენტისთვის. ეს მოხდა შემთხვევით და სწრაფ აღდგენას გისურვებ“, - დაწერა მიულერმა ტვიტერში.

Loading...
სტატისტიკა
0.424372