ფეხბურთი

18:46 | 12.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში სტერლინგი გამოარჩიეს

„მანჩესტერ სიტის“ შემტევი რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ჩემპიონატის ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერლიგის ვებგვერდი ავრცელებს.

სტერლინგმა ნოემბერში 3 თამაში ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.

აქვე გეტყვით, რომ სტერლინგი პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ დასახელდა. პირველად ეს 2016 წლის აგვისტოში მოხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111428