ფეხბურთი

0:35 | 12.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნგოლო კანტე: "მინდა ხალხი მიცნობდეს, როგორც ჩვეულებრივ ფეხბურთელს"

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველ ნგოლო კანტეს ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უნდა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, სურს, რომ ხალხმა გაიხსენოს, როგორც ფეხბურთელი და არ ისაუბრონ იმაზე, თუ როგორია მოედნის მიღმა.

„ფეხბურთელი ვარ და მინდა ხალხი მიცნობდეს, როგორც ფეხბურთელს. არ მინდა, რომ ხალხი დიდ ყურადღებას აქცევდეს იმას, რასაც მოედნის მიღმა ვაკეთებ. უბრალოდ ფეხბურთელად მინდა მიმიღონ, დიდი ყურადღება არ მჭირდება და თქვან, ეს არის ასეთი, ასეთი და ასეთი... მინდა, ვიყო ფეხბურთელებს შორის ფეხბურთელი. მე ვარ ის, რაც ვარ“, - განაცხადა კანტემ.

ნგოლო კანტემ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128789