ფეხბურთი

1:10 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სპარტაკის" მწვრთნელი: "ჯანოსთან სერიოზული საუბარი მქონდა და ჩემი მოთხოვნები იცის"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე 26 სექტემბრის შემდეგ „სპარტაკის“ მაისურით მოედანზე პირველად გამოჩნდა. ჩვენებურმა „ანჟისთან“ ბოლო 20 წუთი ითამაშა და ზე ლუიშს საგოლე პასი გაუკეთა.

ნამატჩევს, ჟურნალისტებმა „სახალხო გუნდის“ მთავარ მწვრთნელ ოლეგ კონონოვს ჰკითხეს ჯანოს თამაშზე და რუსი სპეციალისტის პასუხი ასეთი გამოდგა:

„მესამე გოლი ჯანოს შესანიშნავი პასის დამსახურებაა. ის თამაშში კარგად ჩაერთო და ზე ლუიშს საოცარი გადაცემა გაუკეთა. რა თქმა უნდა, მე ჯანოს იმედი მაქვს, მაგრამ უფრო მეტი უნდა იმუშაოს, რომ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. ჩვენ გვქონდა სერიოზული საუბარი და ფეხბურთელმა იცის ჩემი მოთხოვნები“, - განაცხადა კონონოვმა.

შეგახსენებთ, კონონოვმა „სპარტაკი“ ცოტა ხნის წინ ჩაიბარა და ჯანო ანანიძემ მისი ხელმძღვანელობით პირველად ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125138