ფეხბურთი

23:27 | 8.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო საგოლე პასით დაბრუნდა! (+VIDEO)

როგორც იქნა! ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" რიგებში მოედანზე 26 სექტემბრის შემდეგ პირველად გამოჩნდა და ნაყოფიერადაც.

ქართველმა "ანჟისთან" მატჩის 70-ე წუთზე ლუის ადრიანო შეცვალა და 84-ე წუთზე ჩვეულ სტილში ითამაშა, ზე ლუიში მოხდენილი, ჭკვიანური და დროული გადაცემით მეკარეს შეატოვა და თანაგუნდელმაც გარჯა დაუფასა. შედეგად, ჯანო საგოლე პასით დაბრუნდა! ეს ძალზე სასიხარულო ამბავია და იმედია, ოლეგ კონონოვი ქართველს უფრო მეტად დაეყრდნობა.

უშუალოდ თამაში კი "სპარტაკმა" 3:0 მოიგო, 28 ქულა დააგროვა და 17 ტურის მერე მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

0.139699