ფეხბურთი

15:06 | 7.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალის“ ფეხბურთელები სკანდალში გაეხვნენ (+VIDEO)

ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელები ერთ-ერთ ბარში დააფიქსირეს, სადაც ალკოლჰოლს შეექცეოდნენ და ნარკოტიკულ საშუალებასაც მოიხმარდნენ. სკანდალურ ინფორმაციას, The Sun-ი ავრცელებს, რომელმაც მოიპოვა ვიდეო მასალა, რომელშიც ზემოხსენებული ინფორმაცია დასტურდება.

კადრებში მესუთ იოზილი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, მატეო გენდუზი, ალექსანდრ ლაკაზეტი და შკოდრან მუსტაფი არიან დაფიქსირებულნი. კადრებიდან ირკვევა, რომ ბუშტის მეშვეობით ახალ ნარკოტიკულ საშუალებას ჰიპი კრეკს მოიხმარენ.

19 წლის გენდუზი ერთ-ერთ მომენტში შეუძლოდ გახდა, ხოლო ჰენრიხ მხითარიანმა და მუსტაფიმ ნარკოტიკზე უარი თქვეს და მხოლოდ ალკოჰოლით იჯერეს გული.

ჯერჯერობით, აღნიშნულ საკითხზე "არსენალს" ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

თეგებიარსენალი
0.113579