ფეხბურთი

16:39 | 1.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ძამპარინიმ "პალერმო" 10 ევროდ გაყიდა

იტალიურ „პალერმოში“ მაურიციო ძამპარინის ეპოქა დასრულდა, ოდიოზურმა იტალილიელმა სიციალური გუნდი გაყიდა. აღნიშნული ინფორმაცია თავად ძამპარინიმ დაადასტურა.

როგორც Football Italia იტყობინება, „პალერმო“ ლონდონურმა კომპანიამ 10 ევროდ შეიძინა. გუნდის ახალი მფლობელები ფეხბურთელებს უახლოეს დღეებში შეხვდებიან.

მაურიციო ძამპარინი „პალერმოს“ 16 წლის განმვალობაში მართავდა და სწორედ მის სახელს უკავშირდება გუნდის აღმასვლა. კუნძულელები კარგა ხნის განმავლობაში სერია A-ში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ.

სხვა და სხვა დროს კი, არაერთ წარმატებულ ფეხბურთს მოურგია ვარდისფერი მაისური. მათ შორის, ედინსონ კავანის, ხავიერ პასტორეს, ანდრეა ბარძალის, ფაბიო გროსოს, ლუკა ტონის, ფაბრიციო მიკოლის.

საგულისხმოა, რომ ძამპარინის 16-წლიანი მმართველობის პერიოდში „პალერმომ“ 43 მწვრთნელი გამოიცვალა. ამჟამად კი, სერია B-ში თამაშობს, სადაც 13 ტურის შემდეგ 26 ქულით ლიდერია.

Loading...
სტატისტიკა
0.26605