ფეხბურთი

16:40 | 19.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ამ დღეს: რონალდინიოს წარმოდგენა "სანტიაგო ბერნაბეუზე" (+VIDEO)

ზუსტად 13 წლის წინ, 2005 წლის 19 ნოემბერს, კატალონიიის "ბარსელონამ" მადრიდში "რეალი" 3:0 დაამარცხა. ეს მატჩი სამუდამოდ შევიდა ისტორიაში, რადგან "ბლაუგრანას" რიგებში შესანიშნავი თამაში ჩაატარა რონალდინიომ, რომელიც შეუჩერებელი იყო.

პირველ ტაიმში ანგარიში სამუელ ეტო'ომ გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში რონალდიონის წარმოდგენა შედგა. ბრაზილიელმა ორი ლამაზი გოლი გაიტანა და "სანტიაგო ბერნაბეუს" პუბლიკისგან ტაშიც დაიმსახურა. იმ დროისთვის, რონალდინიო დიეგო მარადონას შემდეგ "ბარსელონას" მეორე ფეხბურთელი იყო, რომელსაც "რეალის" ინჩადამ ტაში დაუკრა.

ის საღამო ცუდად უნდა ახსენდებოდეს სერხიო რამოსსაც, რომელსაც ალბათ კარიერაში ყველაზე ცუდი თამაში ჰქონდა. "ბარსას" 10-იანმა "სამეფო კლუბის" დღევანდელი კაპიტანი გააწამა.

სტატისტიკა
0.268763