ფეხბურთი

19:02 | 9.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრები - დებიუტანტები და "ახალი პირლო"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ნოემბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. „სკუადრა აძურას“ რიგებში რამდენიმე დებიუტანტია.

ვინჩენცო გრიფო გერმანული „ჰოფენჰაიმიდან“, სტეფანო სენსი „სასუოლოდან“. თუმცა, განსაკუთრებით აღსანიშნავია 18 წლის ნახევარმცველი სანდრო ტონალი, რომელიც სერია B-ს ბინადარ „ბრეშაში“ თამაშობს.

ტონალის სამშობლოში ანდრეა პირლოს ადარებენ. მისი სათამაშო პოზიცია იდენტურია, ძალიან ჰგავს თამაშის სტილიც და კარიერაც იქ დაიწყო, სადაც პირლომ - „ბრეშაში“.

მეკარეები: ალესიო კრანიო (კალიარი), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), სალვატორე სირიგუ (ტორინო)

მცველები: კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), მატია დე შილიო (იუვენტუსი), ემერსონ პალმიერი (ჩელსი, ინგლისი), ალესანდრო ფლორენცი (რომა), ალესიო რომანიოლი (მილანი), დანიელე რუგანი (იუვენტუსი)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (კალიარი), რობერტო გალიარდინი (ინტერი), ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი), ლორენცო პელეგრინი (რომა), სტეფანო სენსი (სასუოლო), სანდრო ტონალი (ბრეშა), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ფედერიკო კიეზა (ფიორენტინა), ვინჩენცო გრიფო (ჰოფენჰაიმი, გერმანია), ჩირო იმმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), კევინ ლასანია (უდინეზე), ლეონარდო პავოლეტი (კალიარი), მატეო პოლიტანო (ინტერი)

იტალიის ნაკრები ერთა ლიგაზე 17 ნოემბერს პორტუგალიას უმასპინძლებს, ხოლო სამი დღის შემდეგ აშშ-ს ამხანაგურ მატჩში უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11201