ფეხბურთი

11:20 | 7.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაში, ზედიზედ სამი გასვლითი მატჩი პირველად წააგო

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში, „ლივერპული“ სტუმრად „ცრვენა ზვეზდასთან“ დამარცხდა - 0:2. ეს ზედიზედ მესამე გასვლითი წაგება აღმოჩნდა ტურნირში.

ეს უცუდესი სერიაა კლუბის საჩემპიონთალიგო ისტორიაში. მერსისაიდელები „ცრვენა ზვეზდამდე“ „ნაპოლისთან“ დამარცხდნენ (0:1), მანამდე კი იტალიურ „რომასთან,“ შარშანდელი გათამაშების ნახევარფინალში (2:4). თუმცა, ფინალში მაინც გავიდნენ, სადაც მადრიდის „რეალთან“ 1:3 წააგეს.

შემდეგ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპული“ ისევ სტუმრად გამართვს. 28 ნოემბერს „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066094