ფეხბურთი

21:27 | 2.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" სუსოს შეძენა უნდა

იტალიური „მილანის“ ლიდერი სუსო შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადავიდეს. Corriere Della Sera-ს ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ 24 წლის ფეხბურთელის სამსახურითაა დაინტერესებული. ამ ეტაპზე ესპანელის ღირებულება 38 მილიონ ევროს აღწევს.

მადრიდელებსი გარდა, სუსოს გადაბირება ლონდონის "ჩელსისაც" სურს. თუმცა, „მილანი“ სუსოსთან შელევას არ აპირებს და ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს, რის შემდგომაც მისი გამოსასყიდი თანხა მკვეთრად გაიზრდება.

მიმდინარე სეზონში სუსომ იტალიის სერია A-ში 10 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138742