ფეხბურთი

19:20 | 1.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ბარტერზე თანახმაა

მადრიდის „რეალი“ და ტურინის „იუვენტუსი“ ბარტერს ამზადებენ. Tuttosport-ის ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ არაა წინააღმდეგი, რომ მარსელო იტალიაში გაუშვას, ხოლო სანაცვლოდ ალექს სანდრო მიიღოს.

მარსელოს „იუვეში“ გადასვლის შესახებ დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ თავად ფეხბურთელმა ეს ხმები უარყო. მიუხედავად ამისა, იტალიური მედიის ცნობით, ტრანსფერი მაინც რეალურია. უკვე აღარც მადრიდული მხარეა წინააღმდეგი, რომ ბრაზილიელს შეელიოს.

რაც შეეხება ალექს სანდროს, „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2020 წელს ეწურება და მხარეები დღემდე ვერ მორიგდნენ ახალ ხელშეკრულებაზე. მარსელოს მომავალი კი „იუვეს“ კრიშტიანუ რონალდუს ყიდვის შემდეგ დაუკავშირეს.

ერთადერთი რამაც შესაძლოა ტრანსფერი შეაფერხოს, მარსელოს ხელფასია, რომელიც არავინ იცის, დათანმხდება თუ არა, გასამრჯელოს მკვეთრად შემცირებას. მადრიდში 10 მილიონ ევროს იღებს, ხოლო ალექს სანდროს „იუვეში“ მხოლოდ 2.8 მილიონი ევრო აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059952