ფეხბურთი

21:56 | 31.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

დი მარიამ პსჟ-სთან გაახანგრძლივა

ანხელ დი მარია „პარი სენ ჟერმენში“ რჩება. როგორც ფრანგული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, არგენტინელმა ფეხბურთელმა ახალი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

დი მარიას ძველ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა.

არგენტინელს ტომას ტუხელი ენდობა და მიმდინარე სეზონი წარმატებულად დაიწყო. 15 ჩატარებულ შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135431