ფეხბურთი

20:10 | 31.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერი" კარდიფში თვითმფრინავის ნაცვლად ავტობუსით გაემგზავრება

„ლესტერ სიტი“ ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურში კარდიფში ადგილობრივ „სიტისთან“ სათამაშოდ ავტობუსით გაემგზავრება. „მელიების“ ხელმძღვანელებმა დაღუპული მფლობელის ხსოვნის პატივსაცემად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გუნდი უახლოეს შეხვედრაში თვითმფრინავით არ ისარგებლებს.

გარდა ამისა, მე-11 ტურში პრემიერლიგის ყველა შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყება და ყველა ფეხბურთელი მოედანზე შავი სამკლავურით გავა.

აღსანიშნავია, რომ „ლესტერის“ მატჩის ინგლისის თასზე „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ გადაიდო, მაგრამ შაბათს, პრემიერლიგის კალენდარული შეხვედრა გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „ლესტერ სიტის“ მფლობელი ვიჩაი შრივადჰანაპრაბჰა „ვესტ ჰემთან“ მატჩის დასრულებისთანავე თანხმლებ პირებთან ერთად სტადიონს საკუთარი ვერტმფრენით ტოვებდა, მაგრამ აფრენიდან რამდენიმე წამში „კინგ ფაუერ სთედიუმის“ პარკირების ადგილზე კატასტროფა განიცადა და ვერტმფრენში მყოფი ხუთივე პიროვნება დაიღუპა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10981