ფეხბურთი

18:37 | 31.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მალკომი გაუგებრობაში

ბრაზილიელი მალკომის „ბარსელონაში“ ტრანსფერი გასულ ზაფუხლს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამოდგა. 21 წლის ფეხბურთელი და მისი ყოფილი კლუბი „ბორდო“ იტალიურ „რომასთან“ უკვ მორიგებულნი იყვნენ. ფეხბურთელიც აეროპორტში იყო და მარადიული ქალაქისკენ მიფრინავდა კონტრაქტის გასაფორმებლად.

თუმცა, ბოლო მომენტში საქმეში „ბარსელონა“ ჩაერთო, რომელმაც მალკომსაც და ჟირონდელებსაც უკეთესი კონტრაქტი შესთავაზა, ვიდრე „რომამ“. სამხრეთ ამერიკელმაც იტალიელებს სიტყვა გაუტეხა და „კამპ ნოუზე“ ამოჰყო თავი.

40 მილიონი ევრო და ხუთწლიანი კონტრაქტი. მაგრამ, ბრაზილიელისთვის ყველაფერი ცუდად მიდის. ერნესტო ვალვერდეს გეგმებში აშკარად არ ჯდება და მიმდინარე სეზონში მინდორზე სულ რაღაც 25 წუთი გაატარა.

კატალონელებთან დაახლოებული გამოცემის, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მალკომი თავის მომავალზე ვალვერდეს შეხვა და მისგან არცთუ სასიამოვნო ამბავი გაიგო. „ბლაუგრანას“ თავკაცისთვის 21 ფეხბურთელზე წინ ფილიპე კოუტინიო, უსმან დემბელე, მუნირ ელ ჰადადი და რაფინია დგანან. მესი და სუარესი კი საერთოდაც ხელშეუხებელნი არიან.

წყაროს ცნობით, მალკომმა უკვე მოსთხოვა გუნდს, რომ იანვარში გაასხვისონ. ესპანური მედია ვარაუდობს, რომ ბრაზილიელით „ინტერი“, „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ არიან დაინტერესებულნი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113647