ფეხბურთი

18:08 | 31.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხავიერ ტებასი: "ლა ლიგა რონალდუს გარეშე უფრო მიმზიდველი გახდა"

ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი მიიჩნევს, რომ კრიშტიანუ რონალდუს წასვლამ ესპანეთის ჩემპიონატი კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდა.

„ლა ლიგა კრიშტიანუს წასვლის შემდეგ ნაკლებად მიმზიდველი გახდა? არა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. პირიქით, შემიძლია ვთქვა, რომ კიდევ უფრო უყვართ მის გარეშე“, - აღნიშნა ტებასმა.

გარდა ამისა, ლეო მესის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მომავალში შესაძლოა მისი სახელობის პრიზი დაწესდეს:

„მესი ყოველთვის მაქსიმალურად თამაშობს და კარგი იდეაა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის თასი მისი სახელობისთ თუ გახდება მომავალში“, - დასძინა ტებასმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12574