ჭიდაობა

15:25 | 27.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ძამაშვილი და პატარიძე მერვედფინალში დამარცხდნენ (+VIDEO)

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებული არ გამოდგა თორნიკე ძამაშვილისთვის და ზვიად პატარიძისთვის.

77 კილოგრამ წონით კატეგორიაში თორნიკემ შეხვედრა მერვედფინალში თურქ მეტოქესთან, ფატიჰ ჩენგიზთან 4:7 დათმო. ბოლო წამზე ქართველმა ფალავანმა ლამაზი 4-ქულიანი გდება შეასრულა, თუმცა მაინც დამარცხდა.

რაც შეეხება ზვიად პატარიძეს, 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში კუბელი პინო ჰინდსის ბარიერი ვერ გადალახა. შეხვედრა 2:2 დასრულდა, თუმცა ეს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112548