ფეხბურთი

19:12 | 22.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერს" "ბარსელონასთან" ნაინგოლანი ვერ დაეხმარება

მილანის „ინტერს“რაჯა ნაინგოლანი გამოაკლდა. ბელგიელმა ტრავმა მილანურ დერბიში, „მილანთან“ (1:0) მატჩის პირველ ტაიმში მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა.

როგორც გამოკვლევამ აჩვენა ნაინგოლანს ტერფი აქვს დაზიანებული. ჯერჯერობით უცნობია, რა პერიოდი გაუცდება რაჯას, მაგრამ ცნობილია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ თამაშს ვერ შეძლებს.

„მილანთან“ ხსენებულ შეხვედრაში ტრავმები მარსელო ბროჟოვიჩმა და ივან პერიშიჩმაც მიიღეს, მაგრამ საგანგაშო არაფერია და ორივე ფეხბურთელი ითამაშებს დამდეგ შეხვედრაში.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ინტერის“ მატჩი ოთშაბათს, „კამპ ნოუზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111207