ფეხბურთი

18:35 | 20.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო "ჩელსის" ერთ-ერთ მწვრთნელს დაუპირისპირდა (+VIDEO)

ჟოზე მოურინიო ისევ ყურადღების ცენტრშია. „განსაკუთრებული“ „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნდა, სადაც ძალიან ახლოს იყო სამ ქულასთან. „მანჩესტერი“ „ჩელსის“ მსაჯის ბოლო დამატებულ წუთამდე ამარცხებდა, მაგრამ როს ბარკლიმ გაათანაბრა და შეხვედრაც მშვიდობიანი ანგარიშით დასრულდა (2:2).

თუმცა, მშვიდობა არ ყოფილა სტადიონზე. ბარკლის გოლი ლონდონელებმა ემოციურად აღნიშნეს და განსაკუთრებით აქტიურობდა მარკო იანი, მაურიციო სარის ერთ-ერთი ასისტენტი.

იანიმ მოურინიოს პროვოცირება რამდენჯერმე სცადა, რამაც შედეგიც გამოიღო და პორტუგალიელმა კოლეგაზე გაიწია. დროულად შეაჩერეს ჟოზე ფეხბურთელებმა და სტიუარდებმა, თორემ შესაძლოა გაცილებით დიდი სკანდალიც მომხდარიყო.

თუმცა, ეს ყველაფერი ამით არ დასრულებულა. როდესაც მოურინიო სტადიონს ტოვებდა, ტრიბუნებს თითებით სამიანი უჩვენა, რითაც დიდი ალბათობით, „არისტოკრატების“ ფანებს მიანიშნა იმაზე, რომ „ჩელსის“ სამჯერ მოაგებინა პრემიერლიგა.

0.150766