ფეხბურთი

17:22 | 18.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინი" ევროტურნირებიდან მოკვეთეს

ყაზანის „რუბინი“ ევროტურნირებზე ორი წლის განმავლობაში ვერ ითამაშებს. უეფას გადაწყვეტილებით სწორედ ასეთი სასჯელი მიიღო რუსულმა გუნდმა, რომელმაც ფინანსური ფეირ-პლეი მეორედ დაარღვია.

პირველად 2014 წელს და მაშინ ყაზანელები 6 მილიონი ევროს ოდენობით დაჯარიმდნენ. ამჯერად, „რუბინის“ სასჯელი უფრო მკაცრი გამოდგა.

რუსულ გუნდს საარბიტრაჟო სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. აქვე გეტყვით, რომ რუსეთის პრემიერლიგაში 10 ტურის შემდეგ „რუბინი“ მეხუთე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113114