ფეხბურთი

16:30 | 18.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"პიპიტა" მოიშორეს

იტალიური „მილანის“ თავდამსხმელი გონსალო იგუაინი „იუვენტუსის“ დატოვების მიზეზებზე საუბრობს. როგორც არგენტინელმა ფორვარდმა Gazzetta Dello Sport-ს უთხრა, „იუვე“ თავისი ნებით არ დაუტოვებია.

„პიპიტა“ იხსენებს, რომ კრიშტიანუს ყიდვის შემდეგ „ბებერი ქალბატონის“ ბოსებმა გუნდის დატოვებისკენ მოუწოდეს:

„იტალიის თასის ფინალის შემდეგ მქონდა განცდა, რომ ჩვენი ურთიერთობა სრულდებოდა. შემდეგ იყიდეს რონალდუ, თუმცა, წასვლის გადაწყვეტილება მე არ მიმიღია. „იუვესთვის“ ყველაფერი გავაკეთე, მოვიგეთ ტიტულები. კრიშტიანუს მოსვლით კი გუნდს სურს, რომ დიდი ნახტომი გააკეთოს. მითხრეს,რომ ვერ დავრჩებოდი გუნდში და სცდილობდნენ გამოსავალი მოეძებნათ. საუკეთესო გამოსავალი „მილანი“ იყო.

შურისძიების გრძნობა არ მაქვს, იქ კარგი პერიოდი გავატარე. უბრალოდ, გუნდიდან წასვლა მე არ მომითხოვია. პრაქტიკულად ყველა ამბობს, რო გამომაგდეს... „მილანში“ დიდი სიყვარულით დამხვდნენ და ჩემი სჯერათ“, - განაცხადა იგუაინმა.

შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი „იუვენტუსში“ 2016-2018 წლებში თამაშობდა. გასულ ზაფხულს კი იჯარით „მილანში“ გადავიდა.

0.11138