ფეხბურთი

17:47 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კობახიძე: "ოპერაციის გადადება შეუძლებელი იყო"

პოლტავას „ვორსკლას“ ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ მხრის ოპერაციის შემდგომ ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელი ამჟამად თბილისშია და მკურნალობის კურსს ადგილობრივ ექიმებთან გადის.

„ერთი კვირის წინ საავადმყოფოდან გამოვედი და თანდათანობით რეაბილიტაციის კურსს გავდივარ. ნაკერები ჯერ კიდევ არ ამომიღია. ახლა სხვადასხვა პროცედურებს გავლა მიწევს, რომლებიც მიზნად ისახავენ სწრაფ აღდგენას. მუდმივ კავშირში ვარ კლუბის ექიმ ნიკოლაი იგნატენკოსთან და ასევე ბიჭებთან, რომლებსაც მუდამ ვამხნევებ მორალურად.

ოპერაციის გადადება შეუძლებელი იყო, რადგან დაზიანების მოცულობა პირდაპირ მიუთითებდა იმაზე, რომ სასწრაფო ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო. სავარაუდოდ დეკემბრის დასაწყისში უკვე ყველაფერი კარგად უნდა იყოს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მოედანს მალე დავუბრუნდე. „ვორსკლას“ ყველა მატჩს ვუყურებ და ვამაყობ, რომ ასეთი გუნდი გვყავს. წარმატებებს ვუსურვებ მომავალ თამაშებში. მორალურად მათთან ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა თამაში არ შემიძლია“, - განუცხადა სანდრომ კლუბის ოფიციალურ გვერდს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111032