ფეხბურთი

21:10 | 12.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში საუკეთესოები გამოარჩიეს

ინგლისის პრემიერლიგაში გასული თვე შეაჯამეს და ტრადიციულად, საუკეთესოები გამოავლინეს. როგორც პრემიერლიგის ვებგვერდი იტყობინება, სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონის „ჩელსის“ ლიდერი ედენ აზარი დასახელდა.

ბელგიელმა გასულ თვეში 4 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო და საერთოდაც, ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

სექტემბრის საუკეთესო მწვრთნელი კი „ვულვზის“ პორტუგალიელი დამრიგებელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ გახდა. ლუზიტანელის ხელმძღვანელობით „ვულვზმა“ სექტემბერში ოთხი თამაშიდან სამი მოიგო („ბარნლისთან“, „საუთჰემპტონთან“ და „კრისტალ პალასთან“), ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედს“ სტუმრად დაუზავდა. მთლიანობაში კი, 15 ქულით მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება.

აქვე გეტყვით, რომ პრემიერლიგას რვა ტურის შემდეგ სამი ლიდერი ჰყავს - „ჩელსი“, „სიტი“ და „ლივერპული“ 20-20 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117013