ფეხბურთი

17:22 | 14.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსმა" დე იონგი შეაფასა

ამსტერდამის „აიაქსმა“ ფრანკ დე იონგს ფასი დაადო. როგორც ესპანური გამოცემა Sport-ი წერს, ნიჭიერი ჰოლანდიელის შეძენით კატალონიის „ბარსელონა“ სერიოზულადაა დაინტერესებული, თუმცა „აიაქსი“ ფეხბურთელს მხოლოდ 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

აღსანიშნავია, რომ დე იონგს „ბარსას“ გარდა „რომა“, „ტოტენჰემი“, „რეალი“ და პსჟ-ც ეპატიჟებიან.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ჰოლანდიელმა 4 თამაში ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112689