ფეხბურთი

18:33 | 11.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოსოვოს ისტორიული გამარჯვება

კოსოვოს ნაკრებმა ერთა ლიგის D დივიზიონში ფარერების ნაკრები 2:0 დაამარცხა და ეს ამ ქვეყნის ისტორიაში ოფიციალურ შეხვედრაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

კოსოვოს ნაკრებს აქამდე მონაწილეობა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჰქონდა მიღებული, მაგრამ ჯგუფური ეტაპი მოუგებლად დაასრულა. საინტერესოა, რომ კოსოვომ საერთოდ სადებიუტო გამარჯვება ასევე ფარერებთან მოიპოვა, როდესაც ამხანაგურ მატჩში 2:0 სძლია.

კოსოვოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით ლიდერია და საქართველოს ნაკრების პოტენციურ მეტოქედ უნდა მივიჩნიოთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119885