ვეტერანი გერმანელი მეკარე რომან ვაინდენფელერი დიდი ფეხბურთიდან გააცილეს. „სიგნალ იდუნა პარკზე“ ამხანაგურად „დორტმუნდის“ ლეგენდები და ვაინდენფელერის მეგობრები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა „დორტმუნდის“ ლეგენდებმა 4:1 მოიგეს, ხოლო ვაინდენფელერმა ორი გოლი გაიტანა და ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
ვანდენფელერის მეგობრები: ბალაკი, გრამოზისი, ჰენგენი, რობერტ კოვაჩი, კრამერი, ლინკოლნი, ლუტცი, მარშალი, მერტესაკერი, მეცელდერი, ოდონკორი, პოდოლსკი, რამსი, რაიხ ი, რიდლი, შონბერგი, შტრასერი, ვიზე
მწვრთნელი: პეტერ შტოგერი
„დორტმუნდის“ ლეგენდები: ადო, ამოროზო, სვენ ბენდერი, და სილვა, დე ბეერი, დედე, დეგენი, ევანილსონი, ევერტონი, ფრინგსი, გროსკროიცი, ჰაინრიხი, კელი, კირხი, კოლერი, კრინგე, ლემანი, ოლისე, ოვომოიელა, პიშჩეკი, შიბერი, შმელცერი, სმოლარეკი, სუბოტიჩი, ტინგა, ცორნისი, მოჰამედ ზიდანი
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
შეგახსენებთ, რომ 38 წლის რომან ვაინდენფელერმა კარიერა 2018 წლი მაისში დაასრულა. გერმანელი კიპერი 1998-2002 წლებში „კაიზერსლაუტერნის“, ხოლო 2002-2018 წლებში „დორტმუნდის“ ღირსებას იცავდა. გერმანიის ნაკრებში კი 2013-2015 წლებში 5 თამაში ჩაატარა.