ფეხბურთი

17:07 | 3.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რონალდომ ლა ლიგის გუნდი შეიძინა

ლეგენდარული ფეხბურთელი, ბრაზილიელი რონალდო ფეხბურთში დაბრუნდა. „ფენომენმა“ ესპანეთის ლა ლიგის ბინადარ „ვალიადოლიდის“ საკონტროლო პაკეტის 51% შეიძინა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

შეთანხების თანახმად, მოქმედი პრეზიდენტი კარლოს სანჩესი პოსტს შეინარჩუნებს და კლუბში მუშაობას გააგრძელებს:

„ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შევქმნათ კონკურენტუნარიანი გუნდი“, - განაცხადა რონალდომ.

„ვალიადოლიდი“ ლა ლიგაში სამი ტურის შემდეგ ორი ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11129