ფეხბურთი

18:08 | 1.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ადემ ლიაიჩი თურქეთში ითამაშებს

სერბეთის ნაკრების შემტევი ადემ ლიაიჩი ამიერიდან „ბეშიქთაშის“ ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია თურქული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

მხარეებს შორის ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა.

ლიაიჩი ბოლო წლებში იტალიური „ტორინოს“ ღირსებას იცავდა. სერბმა გასულ სეზონში სერია A-ში 27 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106913