ფეხბურთი

22:00 | 22.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

დარიო სრნა დაბრუნდა

ხორვატიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი დარიო სრნა ფეხბურთს უბრუნდება. 36 წლის ფეხბურთელს დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა და შესაბამისად, ამიერიდან თამაში შეუძლია.

დარიომ ერთწლიანი სასჯელი აკრძალული პრეპარატების მოხმარების გამო მიიღო და ამის გამო ფეხბურთის თამაშს ვერ ახერხებდა. აღსანიშნავია, რომ სრნა მიმდინარე წელს იტალიურ „კალიარიში“ ჩაირიცხა, თუმცა ბუნებრივია ჯერ სარდინიელთა რიგებში არ უთამაშია.

მისი იტალიური დებიუტი შესაძლოა 26 აგვისტოს, „სასუოლოსთან“ შეხვედრაში შედგეს. შეგახსენებთ, რომ დარიო სრნა 2003-2018 წლებში დონეცკის „შახტარის“, ხოლო 2002-2016 წლებში ხორვატიის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115768