ფეხბურთი

16:30 | 22.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმი ვარდი მკაცრად დასაჯეს

ინგლისის 2016 წლის ჩემპიონი „ლესტერ სიტის“ თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა მკაცრად, სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. მიზეზი კი, პრემიერლიგის მეორე ტურში „ვულვზთან“ მიღებული წითელი ბარათია. თავის მხრივ "მელიები" აღნიშნული გადაწყვეტილებას გასაჩივრებას არ აპირებენ.

შედეგად, „ლესტერს“ ვარდის გარეშე პრემიერლიგაში „საუთჰემპტონთან“ და „ლივერპულთან“, ხოლო ინგლისის ლიგის თასზე „ფლიტვუდ თაუნთან“ მოუწევს თამაში.

მიმდინარე სეზონში ინგლისელმა ფორვარდმა ორი თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 წითელი ბარათი მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110442