ფეხბურთი

18:15 | 15.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეს ინიესტას ზედიზედ მეორე და ისევ ულამაზესი გოლი იაპონიაში (+VIDEO)

ანდრეს ინიესტამ იაპონიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. თანაც, ისევ ულამაზესი გოლი. ესპანელმა ლეგენდამ ოთხი დღის წინ “ჯუბილო ივატასთან” შეხვედრაში ლუკას პოდოლსკის პასით შეაგდო, როდესაც ტექნიკურად ითამაშა და ახლო მანძილიდან, მაგრამ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.

ამჯერადაც ინიესტამ გერმანელის პასით მოახერხა გატანა, მაგრამ გაცილებით შორი მანძილიდან. ინიესტამ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და მეტოქის კარის ცხრიანში გაისროლა. ამ გოლით “ვისელ კობე” “ჰიროშიმასთან” საშინაო მარცხს გადაურჩა (1:1).

34 წლის ანდრეს ინიესტას იაპონურ კარიერაში კი ამ დროისთვის 4 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12718