ფეხბურთი

16:34 | 15.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" ლევან შენგელია დაიმატა

თბილისის “დინამომ” ლევან შენგელია გაიფორმა. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 22 წლის ფეხბურთელთან ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და 27-ნომრიანი მაისური მოირგო.

შენგელია ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ბელგიურ “ტუბიცეში” ირჯებოდა, საიდანაც 6 თვით სამხრეთ კორეულ “დაჯეონ სიტიზენში” იყო განათხოვრებული.

შენგელიას ასევე უთამაშია ფოთის “კოლხეთსა” და ქუთაისის “ტორპედოში”. სხვა და სხვა პერიოდში კი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრიც გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111126