ფეხბურთი

16:58 | 8.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავა: "შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ"

დონეცკის “შახტარის” ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის მესამე ტურის წინ და “ვორკლასთან” მატჩამდე საუბრობს. ხოჭოლავას განცხადებით, გუნდმა შეცდომები აღარ უნდა დაუშვას და პოლტაველებთან რთული თამაში ელოდებათ.

“მწვრთნელმა გვითხრა, რომ ბოლო მატჩში დაშვებული შეცდომები უნდა გამოვასწოროთ. ერთად უნდა დავრჩეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ. ძველ შედეგებზე კონცენტრირება კარგი არაა, ყველაფერი ჩვენს ხელთაა, მაგრამ შეცდომები არ უნდა დავუშვათ. “ვორსკლა” კარგი გუნდია, რომელსაც რამდენიმე ახალწვეული ჰყავს. ამ გუნდს კარგად ვიცნობ, ყოველთვის მაღალი პოზიციებისთვის იბრძვის და რთული შეხვედრა გველოდება”, - ციტირებს ხოჭოლავას სიტყვებს “შახტარის” ვებგვერდი.

დონბასელთა და “ვორსკლას” მატჩი 11 აგვისტოს გაიმართება. დონეცკელებს ორი ტურში სამი ქულა აქვთ მოპოვებული და წინა ტურში უშუალო კონკურენტ “დინამოსთან” დამარცხდნენ (0:1).

Loading...
0.14954