ფეხბურთი

17:20 | 2.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" რუსი მცველი დაიმატა და ოლლაიტანი გაუშვა

საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი “სამტრედია” მაიკლ ოლაიტანმა დატოვა. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ნიგერიელ შემტევთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა.

ოლაიტანი “სამტრედიაში” 1 წლის წინ ჩაირიცხა და 13 თამაშში 6 გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, “სამტრედიას” ვებგვერდის ცნობით, გუნდში ჩაირიცხა იგორ სმირნოვი. 21 წლის რუსმა მცველმა კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე გააფორმა. სმირნოვი აქამდე სანქტ-პეტერბუგის “დინამოში” და “ენერგიაში” თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120068