ფეხბურთი

21:20 | 23.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ნავალოვსკი ბელარუსში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი კარიერას მინსკის “დინამოში” გააგრძელებს. ამის შესახებ ოფიციალურად იუწყება ბელარუსული გუნდის ვებგვერდი, თუმცა ხელშეკრულების პირობები არ ხმაურდება.

32 წლის ნავალოვსკიმ გასული სეზონი რუსულ “სკა ენერგიაში” გაატარა და პრემიერლიგაში 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მანამდე კი სხვა და სხვა დროს “ნეფთჩის”, “ვერიას”, “დილას”, “ტოსნოს”, “ხიმკის”, ბაქოს “ინტერის”, “ოლიმპის, “დინამოს”, “ვოლგასა” და “ანჟის” ღირსება დაუცავს.

ნავალოვსკის საქართველოს ნაკრებში 31 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მინსკის “დინამო” კი ევროპა ლიგაზე თამაშობს, სადაც “დუნაისკა სტრედას” დაუპირისპირდება, რომელმაც წინა ეტაპზე თბილისის “დინამო” დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129511