ფეხბურთი

14:22 | 14.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" შესაძლოა ბონუჩიმ დატოვოს

იტალიური “მილანი” შესაძლოა კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ დატოვოს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, “როსონერის” სპორტული დირექტორი მასიმილიანო მირაბელი და აღამსარულებელი დირექტორი მარკო ფასონე ბონუჩის აგენტალესანდრო ლუჩის შეხვდნენ და 4 საათის განმავლობაში საუბრობდნენ.

ჯერჯერობით დეტალები არ ვრცელდება, თუმცა, ცნობილია, რომ “მილანს” სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, ხოლო ბონუჩი საკმაოდ მაღალ გასამრჯელოს იღებს – სეზონში 8 მილიონი ევრო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლეონარდოს ფრანგული პსჟ ეპატიჟება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ბონუჩი “მილანმა” ზუსტად ერთი წლის წინ “იუვენტუსიდან” 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. 31 წლის მცველმა გასულ სეზონში “მილანის” ღირსება 51 შეხვედრაში დაიცვა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111184