ფეხბურთი

18:34 | 13.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" მაგუაირის ტრანსფერზე მუშაობს

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” “ლესტერ სიტისა” და ინგლისის ნაკრების მცველით, ჰარი მაგუაირით დაინტერესდა. Daily Mail-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო 25 წლის ფეხბურთელის თამაშით მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხიბლული დარჩა.

შედეგად, ჟოზე მოურინიომ კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერზე მუშაობა დაავალა. “წითელი ეშმაკები” მზად არიან ინგლისელი უკანახაზელის სანაცვლოდ 57 მილიონი ევრო გაიღონ.

მაგუაირმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 6 თამაში ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო.

0.110987