ფეხბურთი

14:53 | 4.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

Marca: "კრიშტიანუ ტურინში სახლს ეძებს"

ტურინის “იუვენტუსი” კიდევ უფრო უახლოვდება კრიშტიანუ რონალდუს. ესპანური Marca-ს ინფორმაციით, პორტუგალიელი თავდამსხმელი ტურინში სახლის ძებნას უკვე შეუდგა.

გარდა ამისა, როგორც ცნობილი ხდება, “იუვეს” სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი და კრიშტიანუს აგენტი ჟორჟე მენდეში ერთმანეთს შეხვდენენ და ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრეს.

ცნობილია, რომ “რეალი” თანახმაა რონალდუს “იუვენტუსში” გასხვისებას და ტურინელები 100 მილიონ ევროს იხდიან. თავის მხრივ, ფეხბურთელი ანაზღაურების სახით 4 სეზონში 120 მილიონ ევროს მიიღებს. საინტერესოა, რომ ტრანსფერს კომპანია Adidas-იც ლობირებს, რომელიც “იუვენტუსის” ტექნიკური სპონსორია.

0.124235