ბლოგი

13:51 | 1.07.2018 | ნანახია 1194 - ჯერ

მსაჯობა მუნდიალზე

- ბევრი კი იძახეს, გამეორებების სისტემის დანერგვა ფეხბურთს ავნებსო, მაგრამ ავნო კი არა, აგერ ყველა კმაყოფილია ამ გამეორებებით. მსაჯებიც ხომ ხედავ ცოტა აზრზე მოვიდნენ და ისეთ შეცდომებს აღარ უშვებენ - ადრე რაც იყო.

- მორალისტების ამბავი ხომ იცი? რაგბიზეც ეგრე იძახდნენ - რაგბიში განმეორებების ახალი სისტემა სახეობას გააუბედურებსო და იქაც პირიქით მოხდა.

- გახსოვს ადრე რა იყო? მარტო მუნდიალებზე რა უბედურება ხდებოდა? ერთი 3-4 მუნდიალზე ჩემპიონი შეიძლება სხვა გუნდი ყოფილიყო ეს სისტემა ადრეც რომ არსებულიყო.

- ეგ მხოლოდ ოცნებაა და სხვა არაფერი. განსაკუთრებით 50-იან წლებამდე, როცა ფეხბურთი ყველაზე პოლიტიზირებული იყო და ბენიტო მუსოლინისთანა ხალხი სათავისოდ იყენებდა.

- პოლიტიკურობა ფეხბურთს ახლაც არ აკლია. რუსეთში რომ მუნდიალი იმართება ამაზე მეტი რაღა პოლიტიკურობა გინდა?...

- ახლა მაინც სხვა დროა. პუტინიც კი ამაყობს იმით, რომ განმეორებების სისტემის დანერგვამ ეს მუნდიალი ასეთი საინტერესო გახადა.

- ჰოდა პუტინი რომ ამაყობს, ეგაა სწორედ პოლიტიკური უბედურება. პუტინს სიამაყის მიზეზი როგორ უნდა მისცე?

- და ამაში მაინც რას გულისხმობ ვერ გავიგე.

- რას და იმას, რომ აქამდე უნდა დაენერგათ ეს ახალი სისტემები, მუნდიალის რუს ორგანიზატორებს სათქმელი და საამაყო რომ ნაკლები ქონოდათ, მაგრამ ფიფას გაზულუქებული მოხელეები ვინმეს უსმენდნენ? ჰოდა, საბოლოო ჯამში ვიღაცას ხომ უნდა გაეკეთებინა ეს... ადგნენ, რუსებმა გააკეთეს და მე თუ მკითხავ ძალიანაც ჭკვიანურად მოიქცნენ. ამის მერე, ყოველთვის სათქმელად ექნებათ, რომ პირველებმა მათ შეძლეს და ობიექტურობის რაღაც ზღვარის მიაღწიეს.

- ახლა მთლად ოცნებებშიც ნუ გადავიჭრებით. ხომ იცი მაინც რუსეთზეა ლაპარაკი და როდის რას ჩაიდენენ - არავინ იცის. მით უმეტეს, უკვე არის მსაჯების შეცდომების და საეჭვო ქმედებების კონკრეტული ფაქტები.

- იდეალური რომ არაფერია კი ვიცით ეგ, მაგრამ მსაჯობა წინა მუნდიალებს რომ ჯობია, ამაზე არ უნდა ვიკამათოთ.

- წინა მუნდიალებსაც გააჩნია, ყველა ერთნაირად საშინელი ნამდვილად არ იყო. მსოფლიოს ჩემპიონატებიდან ყველაზე ცუდი მსაჯობა ალბათ მაინც 2002 წელს იყო, როდესაც მსაჯებმა საერთოდ ნამუსზე აიღეს ხელი და ისეთი რამეები აკეთეს - ეგ არავის დაგვავიწყდება.

- არც სხვა ჩემპიონატები იყო გადასარევი. 50-იან და 60-იან წლებზე საერთოდ არც ღირს ლაპარაკი. ეს ყველაფერი კარგად რომ შეისწავლო, მგონი მართლა სხვა გუნდები გამოვლინდებიან მაშინდელ გამარჯვებულებად.

- მე მაინც იმაზე მეშლება ნერვები, რომ პუტინმა ყველას ჭკუით აჯობა. ეგეც შენი ფიფა. სამარცხვინო ხალხია და სხვა არაფერი.

- ეჰ. უფრო კარგი იქნება ყველამ ჩვენს “შინაურ“ სამარცხვინოებზე და შეჩვეულ სირცხვილზე ვიდარდოთ...

Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:33 | 05.07.2018
arsena8 (373)

რუსეთი-ესპანეთი 75მლნ Euro დაჯდა მსაჯებიან ფეხბურთელებიანად !

16:16 | 01.07.2018
dinamo222 (4570)

ორი აზრი არ შეიზლება იოყოს ასიანი გაამართლა და გაცილებით ადრე უნდა დაენერგათ რაგბზე ადრეც ! იდიოტები იძახდნენ შეაყოვნებს თამაშსო წამდაუწუმ გადამოწმება იქნებაო და რა ? შეაყოვნა ???

14:13 | 01.07.2018
#გავკარიჩემსპრეზიდენტს (KORBEN) (13594)

ერთის მხრივ, რა არის ცუდი იმაში რომ სამართლიანობის ხარისხი მოიმატებს ფეხბურთში ?
თუმცა მეორე მხრივ - მსაჯობა გინდ სამართლიანი იყოს, გინდ უსამართლო ყველა ტურნირს მაინც ერთი გამარჯვებული ჰყავს საბოლოოდ. ყველა დანარჩენი კი წაგებულები არიან და მათი სვეგამწარებული ფანები იმით მაინც მოიოხებდნენ გულს, ყველაზე მაგარი გუნდი ჩვენი იყო, მაგრამ ჩათლახმა მსაჯებმა გაგვწირესო.
ეხლა ეგ შანსიც მოესპოთ

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.055423