ფეხბურთი

15:45 | 28.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნაინგოლანი: "იმედია, "ინტერში" რამეს მოვიგებ"

მილანის “ინტერმა” ბელგიელი ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი მედიის წინაშე წარადგინა. ნაინგოლანმა, რომელიც “ნერაძურიში” 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, იმედი გამოთქვა, რომ “ინტერთან” ერთად ტიტულებს მოიგებს.

“ინტერის” ჩემი დამატება ძალიან სურდა და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. დავუბრუნდი ლუჩანო სპალეტის, რომელსაც კარგად ვიცნობ. იმედია, “ინტერში” რომელიმე ტიტულს მოვიგებ, რადგან აქამდე არაფერი მომიგია.

“რომასთან” ჩემი ისტორია შეიძლებოდა სხვანაირად დასრულებულიყო, თუმცა ახლა მეტის თქმა არ შემიძლია. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.

ჩემი საყვარელი ნომერი ოთხია, მაგრამ მისი აღება არ შემეძლო (“ინტერმა” ხავიერ ძანეტის სპატივცემულოდ გააუქმა – რედ). ამიტომ, მსურდა 4-ანი ყოფილიყო ჩემს ნომერში და ავირჩიე 14”, - განაცხადა ნაინგოლანმა.

შეგახსენებთ, რომ “ინტერმა” “რომას” რაჯა ნაინგოლანის სანაცვლოდ 24 მილიონი ევრო გადაუხადა და ორი ფეხბურთელი დაუთმო, ნიკოლო ძანიოლო და დავიდე სანტონი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108292