ფეხბურთი

14:14 | 25.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ ირანელ ფანებს: "დამაძინეთ!" (+VIDEO)

ირანის ნაკრების გულშემატკივრები სარანსკში, იმ სასტუმროსთან შეიკრიბნენ, სადაც პორტუგალიის ნაკრებია დაბინავებული.

აზიელები მთელი ღამის განმავლობაში ხმაურობდნენ და როგორც ჩანს, კრიშტიანუ რონალდუს დაძინებაში ხელი შეუშალეს. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კი, მათ ფანჯრიდან უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პორტუგალია ირანს დაუპირისპირდება. ჯგუფიდან გასასვლელად ევროპის ჩემპიონს ფრეც ჰყოფნის, ხოლო ირანის ნაკრები მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ითამაშებს პლეი-ოფში.

0.117191