ფეხბურთი

19:00 | 20.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს მორიგი რეკორდები

პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა. 33 წლის ფეხბურთელმა ეროვნული გუნდის მაისურით 85-ე გოლი გაიტანა და ევროპული ნაკრებების შემადგენლობაში ამდენი გოლი არავის გაუტანია.

რონალდუმ ფერენც პუშკაშის რეკორდი დაამხო, რომელმაც უნგრეთის ნაკრების მაისურით 85 მატჩში 84 გოლი გაიტანა. კრიშტიანუს კი 85 გოლის გასატანად 152 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა.

გარდა ამისა, რონალდუ ჟოზე ტორესის შემდეგ პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლების გატანა ორივე ფეხით და თავით მოახერხა. ტორესმა იგივე 1966 წელს გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.278742