ფეხბურთი

15:32 | 14.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე

საქართველოს ჩემპიონ ქუთაისის “ტორპედოს” მეტოქეს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მალე შევიტყობთ. წილისყრა 19 ივნისს გაიმართება. “ტორპედო” განუთესავთა შორისაა და სავარაუდო მეტოქეთა ნუსხა საკმაოდ ძლიერია:

“სელტიკი” (შოტლანდია), “ბატე” (ბელარუსი), “ვიდეოტონი” (უნგრეთი), “ცრვენა ზვეზდა” (სერბეთი), “კუკესი” (ალბანეთი), “ჟრინსკი” (ბოსნია), “ნიუ საინთსი” (უელსი), “რუსენბორგი” (ნორვეგია), “აპოელი” (კვიპროსი), “მალმე” (შვედეთი), “ლუდოგორეცი” (ბულგარეთი), “ჰაპოელი” (ისრაელი).

“ტორპედო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვერდას 10 ან 11 ივლისს ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონი ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც ჩემპიონთა ბადეში მოხვდება – მხოლოდ იმ გუნდებთან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ბარიერს ვერ დაძლევენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114471